About IBS

Universitetin�s studijos, tarptautinis verslas

Georgian

პროექტი: ქალთა სამეწარმეო საქმიანობის განვითარება საქართველოში ევროკავშირის ფარგლებში.

 

ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა

 

რატომ უნდა ისწავლოთ VU IBSში?

 

·         საერთაშორისო ბიზნესის სკოლის დამფუძნებელი–ვილნიუსის უნივერსიტეტი არის ერთ–ერთი ძველესი უნივერსიტეტი ევროპაში.

 

·         VU IBS მუდმივად ცდილობს იყოს ლიდერი ლიტვის განათლების ბაზარზე და ამიტომ ხდება სასწავლო პროგრამების მუდმივი განახლება, რომელიც მსოფლიო სამეცნიორე გამოცდილებაზეა დამყარებული.

 

·         საერთაშორისო,ძლიერი, მასწავლებელთა განსაკუთრებული  გუნდი ,რომლებიც არა მარტო ასწავლიან, არამედ თვითონაც მუდმივად სწავლობენ.მათი უდიდესი ნაწილი წამატებით ახდენს აკადემიური საქმიანობის,ბიზნესში პრაქტიკულ სამუშაოებთან ინტეგრირებას ,რაც სტუდენტს ღირებულ,პრაქტიკულ გამოცდილებას აძლევს.

 

·         საზღვარგარეთ არსებულ ბიზნესის სკოლებთან VU IBS–ის მჭიდრო კავშირი  –არის საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობისა და სტუდენტთა გაცვლის რეალური შესაძლებლობა.ყველა სტუდენტს ეძლევა საშუალება ისწავლონ მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში.

 

·         სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ VU IBS–ის სოციალურ,კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში.

 

·         VU IBS სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკითა და საკითხავი დარბაზებით, შესაძლებელია ასევე სტუდენტების საერთო საცხოვრებელში განთავსება.

 

·         VU IBS არის პირველი   უნივერსიტეტი ლიტვაში, რომელმაც მიიღო ხარისხის სტანდარტის სერტიფიკატი ISO 9001:2008.ეს ხარისხის სტანდარტის მიღება ეხება მომზადების, სწავლების ორგანიზების, უფრო მაღალი და უწყვეტი სასწავლი პოგრამების განხორციელების შესაძლებლობას.

 

·          VU IBS–მა მსოფლიოს 72 საუკეთესო უნივერსიტეტსა და ბიზნეს სკოლასთან შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი.ყოველწლიურად , გაცვლითი პროგრამით VU IBS–ის 70 ზე მეტი სტუდენტი სწავლოს საზღვარგარეთ. ვინლიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში ყოველწიურად 100 ზე მეტი უცხოელი სტუდენტი იღიებს განათლებას.

 

ბაკალავრია ინგლისურ ენაზე

 

პროგრამა:საერთაშორისო ბიზნესი

 

სწავლების ხანგრძლივობა–3,5 წელი

ბიზნესის თანამედროვე საუნივერსიტეტო სწავლება იძლევა ფართო ცოდნას შემდეგ სფეროებში:ეკონომიკურ ანალიზი,მარკეტინგი და გაყიდვები,ბუღალტერია და ფინანსები,კლიენტებთან ურთიერთობა,მოლაპარაკებები,კომუნიკაცია ,პროექტების მართვა.მნიშნველოვანია ის,რომ ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულები შეძლებენ ეფექტურად გამოიყენონ მიღებული ცოდნა ყოველდღიურ საქმინობაში.კარიერული განვითარების შესაძლებლობები :ფართო პროფილის მქონე ლიტვური და საერთაშორიშო ორგანიზაციებში,სახელმწიფო ორგანოებში,არასამთავრობო ორგანიზაციებში,კერძო ბიზნესში.

 

ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის სკოლის ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ შესაძლებელია განათლების გაღრმავება მაგისტრატურაში სწავლით.

 

ორმაგი დიპლომი

 

VU IBS–ის სტუდენტებს,რომლებიც ჩაირიცხებიან საერთაშორისო ბიზნესის პროგრამაზე,შეუძლიათ ისწავლონ Euromed Marseille Ecole de Management–ში (საფრანგეთი) ორმაგი დიპლომის ხელშეკრულებით.

 

 

მაგისტრატურა ინგლისურ ენაზე      

 

 

პროგრამა:საერთაშორისო მარკეტინგი და ვაჭრობა

 

 

სწავლების ხანგრზლივობა–1,5 წელი

 

 

ბიზნესმა უკვე დიდი ხანია გადალახა სახელმწიფო საზღვრები,საწარმოების უმრავლესობა გარდაუვლად გახდებიან მსოფლიო ბაზრის მოთამაშეები.ინტეგრაციის პროცესი მომავალშიც არ შემცირდება,ამიტომ მოთხოვნა სპეციალისტებზე,რომელიბიც შეძლებენ ეფექტურ მუშაობას საერთაშორისო ბაზარზე,მხოლოდ გაიზრდება.

 

 

კარიერული განვითარების შესაძლებლობები:მმართველის პოზიციები საერთაშორისო კომპანიებში,განსაკუთრებით მარკეტინგის,ვაჭრობის,ექსპორტის,ლოგისტიკისა და კომერციის დეპარტამენტებში.

 

 

მაგისტრატურაზე,ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის სკოლაში ლიტვურ ენაზე სწავლება სთავაზობს არამარტო მარკეტინგსა და ვაჭრობის,არამედ საერთასორისო ბიზნესისა და სამართლის,ფინანსებისა და საერთაშორისო ბიზნესის შესწავლას.

 

 

ორმაგი დიპლომი

 

 

VU IBS–ის სტუდენტები,რომლებიც ისწავლიან სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო მარკეტინგისა და ვაჭრობის მიმართულებით,შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ Fachhochschule Mainz-University of applied sciences(გერმანია)ორმაგი დიპლომის ხელშეკრულებით.